საწულუკიძეოს საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს
23-09-2022

ვეფხია ჯიშკარიანის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ საწულუკიძეოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

სკოლის დირექციამ მოსწავლეებსა და პედაგოგებს სადღესასწაულო მიღება მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. 

სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა ამაღლებულ განწყობასა და მოტივაციაზე. პედაგოგებმა მოსწავლეებს საზეიმოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს. ყველაზე პატარებს გადაეცათ მათი კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები.

სკოლის დირექცია სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„პირველკლასელებს განსაკუთრებით ვულოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203