ნახახულევის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი ზარ-ზეიმით დაიწყო
23-09-2022
15 სექტემბერს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა, ქვეყნის სკოლებში მოსწავლეები დიდი ზარ-ზეიმით მიიღეს. გამონაკლისი არც კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლა ყოფილა. 

სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე აღიმართა საქართველოს დროშა. სკოლის ეზოში შეკრებილ საზოგადოებას სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. 

სკოლაში განსაკუთრებულად იზრუნეს პირველკლასელთა განწყობასა და მოტივაციაზე და სადღესასწაულოდ მორთული საგანმანათლებლო გარემო დაახვედრეს. მათ საზეიმოდ გადაეცათ მათი კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები. 

სკოლის დირექცია მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავს, სწორედ ამის მაგალითია სათხუთმეტსექტემბრო ​ღონისძიება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203