კერძო სკოლა „გორდაში“ არაფორმალურ განათლებას დიდი ყურადღება ექცევა
23-09-2022

ბათუმის კერძო სკოლა „გორდაში“ არაფორმალურ განათლებას ძალიან დიდი ყურადღებას უთმობენ. 

ამ მხრივ, სკოლის მოსწავლეები და პედაგოგები ყოველ სასწავლო წელს აქტიურობენ. უკვე განახორციელეს არაერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო პროექტი. 

აღსანიშნავია, რომ მუშაობას ამ მიმართულებით, სამომავლოდაც აქტიურად განაგრძობენ და მოსწავლეებს არაერთ აქტივობას შესთავაზებენ. 

სკოლამ გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც შარშან ჩატარებული და წელს განსახორციელებელი აქტივობების სინთეზს წარმოადგენს და შემდეგ მიმართულებებს აერთიანებს:

  • კლუბური და წრეობრივი მუშაობა;
  • სპორტული აქტივობები;
  • მოყვარულთა თეატრი;
  • პროექტები;
  • თავისუფალი გაკვეთილები;
  • ერთი დღე ხელმძღვანელის ამპლუაში.

„მოსწავლეთა ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად, ცოდნის, როგორც მნიშვნელოვანი რესურსის გამოყენებისათვის, სკოლა „გორდა“, ძირითადი  სასწავლო პროცესის პარალელურად, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს არაფორმალურ განათლებას, როგორც მოსწავლეთა  საკუთარი ინდივიდუალურობის, ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის ყველაზე ძლიერ და ადაპტირებულ საშუალებას, რამეთუ, მივიჩნევთ, სწავლაში მიღწეულ წარმატებებთან ერთად, სწორედ, არა­ფორ­მა­ლუ­რი განათ­ლე­ბა წარმოადგენს  მოს­წავ­ლის კა­რი­ე­რული წინ­ს­ვ­ლი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის უკეთ წარ­მო­ჩე­ნის განმსაზღვრელ ფაქტორს“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ვიდეო:


 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203