კერძო სკოლა „გორდაში“ დილა გამამხნევებელი ვარჯიშით იწყება
23-09-2022

ბათუმის კერძო სკოლა „გორდაში“ სასწავლო დღე დილის გამამხნევებელი ვარჯიშებით იწყება. 

სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას უდიდესი ყურადღება ეთმობა, ამიტომაც მოსწავლეები სხვადასხვა საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. 

უკვე, ფაქტობრივად, ტრადიციად იქცა, რომ დილის გამამხნევებელ ვარჯიშებს პატარა მოსწავლეებისთვის უფროსკლასლები ატარებენ. 

„ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის მიზნით, ელიტურ სკოლა „გორდაში“ არა ერთი საინტერესო და ხალიასიანი აქტივობა ტარდება.

გასული სასწავლო წლის მსგავსად, წელსაც აქტიურად დავიწყეთ მუშაობა... ენერგიული მუსიკა, გოგონების მხარდამჭერთა გუნდის თანხლებით, ხალისიან განწყობას ქმნის. დილით მიღებული პოზიტიური ენერგია,  ამავდროულად, სწავლის ხარისხსაც აუმჯობესებს...
სულ მალე, მზიანი ამინდებისას, წინ აქტივობებით დატვირთული ლაშქრობა გველოდება“,- აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203