დილისკის N2 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
23-09-2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დილისკის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

სკოლაში პირველკლასელთა მისაღებად გაიმართა ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები ხალისით ჩაერთნენ.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. პირველკლასელებს საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს სასწავლო პროცესის განახლება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. 

აღსანიშნავია, რომ 15 სექტემბერს, სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. დილისკის N2 საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსით არის აღჭურვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203