ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ
23-09-2022

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ დიდი ინტერესითა და ენთუზიაზმით ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურის პირველ ეტაპში სკოლიდან თვრამეტი მოსწავლე - ნინო თოლორდავა, ლიუდმილა კბილაშვილი, მარიამ რობაქიძე, ნინო სიჭინავა, გიორგი მსხვილიძე, ანა გიორგაძე, მარიამ გორგოძე, ამირან ნერგაძე, ჯუმბერ მინაძე, ნია მაჩიტაძე, ინგა მშვილდაძე, ხათუნა კბილაშვილი, თამარი ჩხეიძე, ლიზი კოხოძე, მართა მსხვილიძე, ლიზი ებანოიძე, საბა ავალიანი და გიორგი ჭრელაშვილი მონაწილეობდა. მათგან მარიამ რობაქიძე, ჯუმბერ მინაძე და გიორგი ჭრელაშვილი მეორე ეტაპზე გადავიდნენ. ისინი დღეს, კონკურსის მეორე ეტაპზე „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე „ბაღდათის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი დღეს, 23 სექტემბერს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში იმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203