„დემოკრატიული დღეების კვირეული“ მარაბდის საჯარო სკოლაში
23-09-2022

ცხრა ძმა ხერხეულიძის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი სოფელ მარაბდის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას უდიდესი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით სკოლის დირექცია და პედაგოგები მომავალ თაობას მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს სთავაზობენ. სკოლაში აქტიურად ფუნქციონირებს სამოქალაქო განათლების კლუბი, რომლის წევრებიც მოსწავლეთა აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბების საქმეში დიდი მონდომებით არიან ჩართულნი. სწორედ ამის დასტურია, კლუბის მიერ დაგეგმილი მორიგი საინტერესო აქტივობა.

სამოქალაქო განათლების მასწავლებლის, სოფიო დავითაშვილის დახმარებით, კლუბის წევრებმა „დემოკრატიული დღეების კვირეული“ მოაწყვეს.

მოსწავლეებმა დაამზადეს ბუკლეტები, რომლებიც დაარიგეს სასკოლო თემში და სოფლის მოსახლეობაში, შექმნეს კედლის გაზეთები, მოაწყვეს ნახატების გამოფენა.

კვირეულის მიზანი იყო დემოკრატიის შესახებ ცნობიერების ამაღლება სკოლასა და თემში.

იხილეთ ფოტოები:

 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203