კარბის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
23-09-2022

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის საჯარო სკოლაში მსოფლიო მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერები, სიმბოლურად გამოჭრეს მტრედები, ჰაერში უკრაინისა და საქართველოს დროშების ფერების ბუშტები გაუშვეს და მსოფლიო საზოგადოებას მშვიდობისკენ მოუწოდეს. „ჩვენ მშვიდობა გვინდა!“- ასეთია მოსწავლეთა გზავნილი. 

მშვიდობის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1981 წელს დაარსდა. იგი წარმოადგენს გლობალურ მოწოდებას, რომ შეწყდეს ცეცხლი და ძალადობა. ეს არის დრო, როდესაც ადამიანები უნდა დაფიქრდნენ ომის საშინელებასა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტის საჭიროებაზე.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203