წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა გარემოსდაცვითი აქტივობა განახორციელეს
22-09-2022
ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს უდიდესი ყურადღება ეთმობა და სწორედ ამიტომ, სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობები ხშირად ტარდება.

ამჯერად, სკოლის ეკოკლუბ „ნიამორის“ წევრები ახალ სასწავლო წელს ეკოკლუბის სასწავლო გეგმის განხორიცელებაში აქტიურად ჩაერთნენ.

ეკოკლუბელებმა სკოლის ეზოში სიმბოლურად მარადმწვანე ხე დარგეს და სკოლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ეკოკლუბელებს ყოველ სასიკეთო საქმეში დირექცია სრულ მხარდაჭერას უცხადებს და ყოველ ახალ წამოწყებაში გვერდით უდგას.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203