საგარეჯოს N2 საჯარო სკოლის მასწავლებლებმა სწავლის პირველ დღეს მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყვეს
22-09-2022
ნუგზარ ჭანტურიას სახელობის ქალაქ საგარეჯოს N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეების დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და სახელმძღვანელოები გადაეცათ პირველკლასელებსაც.
თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
„დირექცია და პედაგოგიური კოლექტივი დიდი სიყვარულით ულოცავს მოსწავლეებს, მშობლებს, განსაკუთრებით, პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, უსურვებს ბედნიერ სასკოლო წლებს და წარმატებებს სწავლაში“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს