წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები კლიმატის კვირეულს შეუერთდნენ
22-09-2022
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის ისტორიის მოყვარულთა და სამოქალაქო განათლების კლუბი კლიმატის კვირეულს შეუერთდა.

აღნიშნულ კვირეულის მიზანი კლიმატის ცვლილებების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებაა, მას USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამა ახორციელებს. 

სკოლის მოსწავლეებმა - კლუბის წევრებმა, აქტივობები დიდი მონდომებით დაგეგმეს და განახორციელეს. კერძოდ, მე-9 კლასის მოსწავლე ლუკა ტყაბლაძემ თემასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბუკლეტი მოამზადა. მე-11 კლასის მოსწავლე მარიამ გოდოლაძემ პოსტერი, ხოლო მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებმა ჯინა ჩავჩიძემ და ლიკა მიქაბერიძემ ესეები მოამზადეს. 

შემდეგ კი სკოლის სააქტო დარბაზში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მას მეორე და მესამე საფეხურის ორმოცდაათამდე მოსწავლე ესწრებოდა. შეხვედრას კლუბის კურატორი პედაგოგი ფიქრია გიორხელიძე უძღვებოდა.

მოსწავლეებს USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის შესახებ იმერეთში USAID-ის სამოქალაქო განათლების პროგრამის კოორდინატორი ლანა თოთაძე ესაუბრა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203