ცოდნის დღესასწაული საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
დირექციამ მშობლიურ სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს დიდი სიურპიზი - ანიმაციური გმირები დაახვედრა, რამაც ბავშვებს დაუვიწყარი განწყობა შეუქმნა. პედაგოგების დიდი ძალისხმევის შედეგად ბავშვებისთვის სწავლის პირველი დღე დიდი სიხარულის მიმნიჭებელი აღმოჩნდა. გალამაზებულმა გარემოში მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სწავლა განახლებული ენერგიითა და მოტივაციით დაიწყეს.
„დიდი მხიარულება - საუკეთესო საჩუქარი ჩვენ აღსაზრდელებს! „ნარუტოს“ ნახვით გახარებული პატარები! ეს მხოლოდ დასაწყისია! გვიყვარხართ!“, - ვკითხულობთ სკოლის დირექციის მიერ გავრცელებულ წერილში.
იხილეთ ფოტოები: