ზეინდარის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესის განახლება საზეიმოდ აღნიშნეს
22-09-2022
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეინდარის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით აღნიშნეს.

სკოლის ეზოში შეკრებილ მოსწავლეებსა და მშობლებს სკოლის დირექტორმა, მანონი ლილუაშვილმა სკოლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.

პირველკლასელებს საზეიმო ვითარებაში გადაეცათ კომპიუტერები და ლამაზად გაფორმებული საკლასო ოთახი დახვდათ.

აღსანიშნავია, რომ მონატრებული პედაგოგები და მოსწავლეები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.

იხილეთ ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203