ჩხორიის საჯარო სკოლის მოსწავლეები დასუფთავების მსოფლიო აქციას შეუერთდნენ
22-09-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებს მუდამ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს უძღვნიან.
სკოლა 17 სექტემბერს დასუფთავების მსოფლიო აქციას შეუერთდა. მოსწავლეებმა და პედაგოგებმა გარემოზე იზრუნეს.
„191 ქვეყანაში მილიონობით ადამიანი სწორედ ამ დღეს ერთიანდებიან დედამიწის დასასუფთავებლად. დასუფთავების აქცია მიზნად ისახავს მსოფლიო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებასა და მისი კლიმატის ცვლილებების პროცესზე ზეგავლენის მნიშვნელობაზე. მთავარია თითოეულმა ჩვენთაგანმა გაითავისოს პასუხისმგებლობა ჩვენი საარსებო გარემოს წინაშე. ჩამოყალიბდა მოხალისეთა გუნდი, დავასუფთავეთ სკვერი, შინმოუსვლელთა მემორიალი და სკოლის ეზო“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს