ვარდისუბნის საჯარო სკოლის კლუბმა „ბიოტექნომ“ დასუფთავების მასშტაბური აქცია გამართა
22-09-2022
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა და ამიტომ სხვადასხვა მნიშვნელოვან აქტივობებს ხშირად ახორციელებენ.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება დასუფთავების მსოფლიო დღის აქციას შეუერთდა.

სწორედ ამიტომ, სკოლის „ბიოტექნოს“ კლუბის წევრებმა და მათმა პედაგოგმა, ხათუნი ასანიძემ დასუფთავების მასშტაბური აქცია სკოლისა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე დაგეგმეს.

ღონისძიებაში „ბიოტექნოს“ წევრ მოსწავლეებთან ერთად ჩართულნი იყვნენ - მშობლები და მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური, რომელიც შეგროვილი ნარჩენების სპეციალურ ადგილზე გატანაში დაეხმარათ.

„სასიხარულო და აღსანიშნავია, რომ შარშანდელთან შედარებით აქციაში მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა და შემოგვემატა მოხალისე ნორჩი პირველკლასელი ელენე წიქარიშვილი, რომელსაც წახალისების მიზნით „ლიდერის“ სტატუსი მივანიჭეთ.

საერთო ჩართულობით დასუფთავდა სკოლის ტერიტორია, მიმდებარე ხუთი ქუჩა. დასუფთავების აქციის მიზანი იყო გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზრდა. მადლობა მუნიციპალიტეტის მერს, ბატონ ჯონდო მდივნიშვილს, გაწეული დახამრებისათვის; მადლობა სკოლის ხელმძღვანელს, ქალბატონ მანანა ბახტურიძეს და განსაკუთრებული მადლობა ჩვენს აქტიურ მოსწავლეებს და მათ მშობლებს“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203