ხიხანის საჯარო სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
22-09-2022
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიხანის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებული სითბოთი პირველკლასელებს დახვდნენ, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს.

„გილოცავთ პირველკლასელებო სკოლაში მობრძანებას წარმატებები და იავარდით მოფენილი გზა გქონდეთ“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203