შულავერის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დასუფთავების აქცია გამართეს
22-09-2022
​რომან ზოიძის სახელობის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შულავერის N1 საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს დიდი ყურადღება ეთმობა. ამ მხრივ, სკოლაში სხვადასხვა სახის აქტივობები ხშირად იმართება.

ამჯერად, სკოლაში 17 სექტემბერი დასუფთავების მსოფლიო დღე აღნიშნეს, რომლის ფარგლებში დასუფთავების აქცია იმართება.

სამოქალაქო კლუბისა და ეკოკლუბ „გამონათების“, წევრებიც შეუერთდნენ აქციას და დაასუფთავეს შემოსასვლელი გზის პერიმეტრი და სპორტული მოედნის მიმდებარე ტერიტორია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203