თბილისის N124 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ზეიმად უქციეს
22-09-2022
მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის თბილისის N124 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

ერთად შეკრებილმა სასკოლო საზოგადოებამ სასწავლო წელი საქართველოს ეროვნული ჰიმნის მოსმენით, დიდი მოტივაციითა და განახლებული ენერგიით დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ დირექციისა და თითოეული პედაგოგის ძალისხმევით მშობლიური სკოლის კედლებში დაბრუნებულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად გაფორმებული გარემო დახვდათ.

იხილეთ ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203