ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
22-09-2022

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში სკოლიდან 17 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან 5 შემდეგ ეტაპზე გადავიდა. სკოლიდან „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის იბრძოლებენ: 

  1. მარიამ ბაიხოიძე;
  2. მარიამ ცისკარიშვილი;
  3. სარა გარსევანიძე;
  4. სალომე გარსევანიძე;
  5. დავით გარსევანიძე​.

აღსანიშნავია, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203