ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბზუს საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევით მშობლიურ სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს გარემო განსაკუთრებულად გალამაზებული დახვდათ.
პატარა პირველკლასელებს დირექცია და მთელი სასკოლო საზოგადოება სიხარულით შეხვდა.
დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა და ნაყოფიერი წელი უსურვა.
„კიდევ ერთი სასწავლო წელი მოვიდა ჩვენ საყვარელ და ძირძველ სკოლაში. სიხარულით და სიყვარულით შევეგებეთ ჩვენ აღსაზრდელებს, მშობლებს და პედაგოგებს. მშვიდობიანი და წარმატებული წელი მოგვმადლოს უფალმა! გილოცავთ ჩემო ძვირფასებო! მრავალჟამიერ!“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მისალოც წერილში.
იხილეთ ფოტოები: