ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ღონისძიებით განახლდა
22-09-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ბახვის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

სკოლის დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.

„ისევ ახმაურდა სკოლის ეზო და საკლასო ოთახები... გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს!“, - წერია სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203