საფარლოს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
22-09-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ საფარლოს საჯარო სკოლაში ახალი, 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

სკოლის დირექციამ და პედაგოგებმა განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს. საზეიმო ღონისძიებაზე აღმართეს საქართველოს დროშა და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს, რამაც საზეიმო განწყობა გააძლიერა.

პატარებს საზეიმოდ ასევე გადასცეს ბუკები და სახელმძღვანელოები.

იხილეთ ფოტოები და ვიდეომასალა:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203