თბილისის N94 სკოლის კლუბ „ციფრული სამყაროს“ წევრთა პროექტმა ეროვნული ხარისხის ნიშანი მოიპოვა
22-09-2022
თბილისის N94 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგების ხელმძღვანელობით, სხვადასხვა მნიშვნელოვან პროექტში აქტიურად და წარმატებით მონაწილეობენ.
ამჯერად, სკოლის ციფრული წიგნიერების კლუბის - „ციფრული სამყაროს“ უმცროსი თაობის წევრებმა მეტად სასიხარულო ინფორმაცია მიიღეს.
პორტალ eTwinningi-ის პროექტმა, რომელშიც ჩეხეთის, სომხეთის, უკრაინისა და საქართველოს სკოლების მოსწავლეები და მათი მასწავლებლები მონაწილეობდნენ ეროვნული ხარისხის ნიშანი დაიმსახურა.
კლუბის წევრები იმედოვნებენ, რომ არც ევროპული ხარისხის ნიშანი დაიგვიანებს და მასაც მოიპოვებენ.
„ეს კი ჩვენი სკოლის პატარა „ითვინერების“, კლუბის კურატორის და თბილისის N94 საჯარო სკოლის სერტიფიკატებია. წარმატებას ვუსურვებთ მათ და ველოდებით ახალ პროექტებში! ველოდებით მეორე პროექტის ხარისხის ნიშანსაც. ციფრული წიგნიერების კლუბის - „ციფრული სამყაროს“, სლოგანია - „ჩვენ შევძლებთ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს