დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი საზეიმო ღონისძიებით განახლდა
22-09-2022
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

დირექციის და პედაგოგების ძალისხმევით მშობლიურ სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს გარემო განსაკუთრებულად გალამაზებული დახვდათ. ეს დღე ყველაზე ემოციური პირველკლასელთათვის იყო, რომლებსაც მასწავლებლები ცოდნის სამყაროში შეუძღვნენ.

დირექცია ულოცავს სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყებას და წარმატებებს უსურვებს.

„ბედნიერი, წარმატებული და გამარჯვებებით აღსავსე სასწავლო წელი ძვირფასებო... გილოცავთ 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203