ხარაგაულის N3 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
22-09-2022
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევით სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს განსაკუთრებულად გალამაზებული გარემო დახვდათ. პირველკლასელებს პედაგოგებმა საზეიმოდ მორთული საკლასო ოთახი, ბუკები და სახელმძღვანელოები დაახვედრეს.
დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება და წარმატებული წელი უსურვა.
„ვულოცავთ ყველა მოსწავლეს, მშობელს, პედაგოგს ახალი 2022-2023 სასწავლო წლის დაწყებას. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შემოაღეს სკოლის კარი. ჟრიამულით, ბედნიერებით და სიყვარულით გაათბეს სკოლის კედლები“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს