ოზურგეთის N2 საჯარო სკოლასა და კურსდამთავრებულებს მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო გადაეცათ
22-09-2022
ნოდარ დუმბაძის სახელობის ოზურგეთის N2 საჯარო სკოლას ბევრი საამაყო კურსდამთავრებული ჰყავს, რომელთა წარმატების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას სიხარულით უზიარებს.
ამჯერად, ორი კურსდამთავრებული ანი ღელეყვა და მარიამ გიორგაძე 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სახელმწიფო სასწავლო 100%-იანი გრანტის მოპოვებისთვის, 3000-3000 ლარით დაჯილდოვდნენ.
სკოლას კი საჩუქრად 2000 ლარი გადაეცა.
სასკოლო საზოგადოება ჯილდოებისთვის მადლობას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს უხდის
„გილოცავთ, ბავშვებო და მადლობას ვუხდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს“, - ვკითხულობთ წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს