ნადაბურის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტის განხორციელება დაიწყო
22-09-2022
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელს პროექტის - „გენდერული პასუხისმგებლობის მქონე სწავლება თანაბარი განათლების შესაძლებლობისთვის“ განხორციელება დაიწყო.

პროექტის ფარგლებში გაიმართა საინტერესო შეხვედრა. ის გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და UNFPA პროექტის ,,EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ" ფარგლებში, პარტნიორი ორგანიზაციის, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის (CCIIR) მიერ იყო ორგანიზებული. 

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა გენდერული სტერეოტიპების გავლენის შესახებ მოსწავლეზე. მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით სხვადასხვა მიმართულებით სკოლაში გასატარებელ ღონისძიებებზე. დაისახა გზები გენდერულად დაბალანსებული სტრატეგიების შემუშავებასა და სკოლაში სხვადასხვა მიმართულებით დანერგვაზე.

აღნიშნულმა შეხვედრამ საინტერსოდ და ნაყოფიერად ჩაიარა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203