მეორე ობჩის საჯარო სკოლის 8 მოსწავლეს „ეტალონის“ სპეციალური სიგელი მიენიჭა
22-09-2022

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ობჩის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

თეო აბაშიძეს, მარი გაჩეჩილაძეს, მედეა მშვილდაძეს, მედეა ჯანელიძეს, მარიამ დათუაშვილს, ლუკა მშვილდაძეს, მარიამ მშვილდაძესა და ლიზი მშვილდაძეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცათ. 

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203