ბაღდათის N1 საჯარო სკოლის 18 მოსწავლე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
22-09-2022

ბაღდათის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ.

სკოლის თვრამეტმა მოსწავლემ: ნინო თოლორდავამ, ლიუდმილა კბილაშვილმა, მარიამ რობაქიძემ, ნინო სიჭინავამ, გიორგი მსხვილიძემ​, ანა გიორგაძემ, მარიამ გორგოძე, ამირან ნერგაძემ, ჯუმბერ მინაძემ, ნია მაჩიტაძე, ინგა მშვილდაძემ, ხათუნა კბილაშვილმა, თამარი ჩხეიძემ, ლიზი კოხოძემ, მართა მსხვილიძემ, ლიზი ებანოიძე, საბა ავალიანმა და გიორგი ჭრელაშვილმა დისტანციური კონკურსის I ეტაპზე იასპარეზეს და „ეტალონის“ ონლაინ სიგელები დაიმსახურეს.

აღსანიშნავია, რომ ბაღდათის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის ყველა მონაწილეს „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელები გადაეცა.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ბაღდათის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203