ალერტკარის საჯარო სკოლაში სწავლის პირველ დღეს მოსწავლეებს განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს
22-09-2022
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო. 

გაიმართა ღონისძიება, დამსწრე საზოგადოებას დირექტირმა ნუკრი ბერიშვილმა მიმართა, მან ყველას წარმატებული წელი უსურვა. 

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, ეს წელი ყოფილიყოს წარმატებული, საინტერესო და ნაყოფიერი წელი, როგორც მოსწავლეებისთვის ასევე მასწავლებლებისთვის. ყველანაირად ვეცდებით, პატარებს შევუქმნათ სასიამოვნო და საინტერესო გარემო“,- თქვა სკოლის დირექტორმა.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203