ქვილიშორის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება ღონისძიებით აღნიშნეს
22-09-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.
დირექციისა და პედაგოგების ძალისხმევით მოსწავლეებს მშობლიური სკოლა განსაკუთრებულად გაფორმებული დახვდათ.
დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატებული წელი უსურვა.
„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ეს წელი წარმატების, წინსვლის და ახალი გამარჯვებების წელი ყოფილიყოს თითოეული თქვენთაგანისთვის“, - წერია დირექციის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს