„ახმეტის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის ახმეტის N3 საჯარო სკოლიდან რვა მოსწავლე იბრძოლებს
22-09-2022

ახმეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ აქტიურად ჩაერთნენ. 

დისტანციური კონკურსის პირველ ეტაპში 20 მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან შემდეგ ეტაპზე 8 მოსწავლე გადავიდა. „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის სკოლიდან იბრძოლებენ: 

  1. ანა ლომიძე;
  2. მარიამი ჭუაძე;
  3. ქეთი გილაძე;
  4. ლიზი მღებრიშვილი;
  5. გიორგი ბერიშვილი;
  6. ნიკოლოზი ქავაზაური;
  7. ლელა გედეხაური;
  8. თეკლე გორთამაშვილი​.

ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის კონკურსის პირველი ეტაპი 21 სექტემბერს ჩატარდა. ინტელექტუალურ შეჯიბრში ახმეტის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტების მიხედვით „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 23 სექტემბერს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე ასევე დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. 

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში გრძელდება.

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ დისტანციური ფორმატის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში არაფორმალური განათლების ხელშეწყობა, მოტიცავია-წახალისება და ამ მიზნით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების უნარ-ჩვევების განვითარება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203