ახალი საყულიის საჯარო სკოლაში დირექტორის, ნატო გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით საინტერესო ტრენინგი ჩატარდა
22-09-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი საყულიის საჯარო სკოლაში საინტერესო და მრავალფეროვანი სასწავლო თუ სამუშაო გარემოა შექმნილი.
სკოლაში 16 სექტემბერს ტრენინგი თემაზე - „ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად", ჩატარდა. ტრენინგი დირექტორის, ნატო გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა.
სამუშაო შეხვედრა მეტად საინტერესო და ნაყოფიერი გამოვიდა, თემის აქტუალობიდან გამომდინარე, სკოლის თითოეული მასწავლებელი აქტიურად ჩაერთო დისკუსიაში.
მასალის პრეზენტაციის პარალელურად მონაწილეები საკუთარ აზრს აფიქსირებდნენ და თავიანთი პრაქტიკული გამოცდილებიდან საინტერესო მაგალითებს იხსენებდნენ.
„პრეზენტაციით მიღებული ახალი ინფორმაცია პედაგოგებს დაეხმარებათ უკეთ დაგეგმონ საკუთარი პედაგოგიური საქმიანობა გენდერული თანასწორობით უზრუნველყოფის პრინციპების გათვალისწინებით. სადამრიგებლო, საგნობრივი კათედრებისა და საგაკვეთილო აქტივობების დაგეგმვა - განხორციელებისას გაითვალისწინონ მიღებული ინფორმაცია. ზოგადად, სასკოლო სასწავლო გეგმაშიც აისახოს გენდერული მგრძნობელობის ძირითადი საკითხები.
პედაგოგებმა გამოთქვეს მზაობა, უფრო მეტი ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევა მიიღონ აღნიშნული თემის ირგვლივ. პროექტის ფარგლებში სკოლა გეგმავს სხვადასხვა აქტივობას, რომელთა შესახებაც აუცილებლად იქნება ინფორმირებული სასკოლო საზოგადოება“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს