საყულიის საჯარო სკოლაში სწავლის პირველ დღეს საზეიმო ღონისძიებით დახვდნენ
22-09-2022
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ. მრავალფეროვანმა ღონისძიებამ კი საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა.

სკოლის დირექცია და პედაგოგები განსაკუთრებულად პირველკლასელებს დახვდნენ, რომლებმაც ცოდნის სამყაროში შემოაბიჯეს. პატარებს ლამაზად მორთულ გარემოში ბუკები და სახელმძღვანელოები დახვდათ.

„გილოცავთ ჩვენო პატარებო ცოდნის დიდ ტაძარში შემობრძანებას; წარმატებულ, საინტერესო და ნაყოფიერ სასწავლო წელს გისურვებთ“, - ვკითხულობთ სკოლის მიერ გავრცელებულ მილოცვაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203