აკეთის საჯარო სკოლაში მშვიდობის საერთაშორისო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღინიშნა
22-09-2022
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბის ინიციატივით მშვიდობის საერთაშორისო დღე აღინიშნა. 

ამ თარიღთან დაკავშირებით სკოლაში სხვადასხვა საინტერესო აქტივობა განხორციელდა. 

სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა ლეილა გოგელიამ მე-7 - მე-12 კლასის მოსწავლეებს მშვიდობის თემაზე გაკვეთილები ჩაუტარა. გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობა. 

მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით, გაკეთდა კედილის გაზეთებიც. ასევე ჩატარდა ნახატებისა და ესსეების კონკურსები. ხელოვნების პედაგოგის დახმარებით, მოიხატა კედელი. 

აქტივობებში მოსწავლეები დიდი ინტერესით და მონდომებით ჩაერთნენ.

მათში როგორც მაღალი, ისე დაწყებითი კლასის მოსწავლეეები მონაწილეობდნენ. მათ  მსოფლიოს ლიდერებს გაუგზავნეს თხოვნა, იმის შესახებ, რომ მშვიდობიან სამყაროში სურთ ცხოვრება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203