კერძო სკოლა „დავითიანში“ მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს
22-09-2022

ბოლნისის მუნიციპალიტეტის კერძო სკოლა „დავითიანში“ მშვიდობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.

ამ თარიღთან დაკავშირებით მე-7 კლასის მოსწავლეებმა ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და თავიანთი ხელით დამზადებული მშვიდობის მტრედები მოსახლეობას დაურიგეს. თანაც, შესაბამისი ინფორმაციაც გააცნეს. 

მოსწავლეები აქტივობაში დიდი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. 

„დავითიანი“ გილოცავთ მშვიდობის საერთაშორისო დღეს !!!
დაე, ყველას გულში დაისადგუროს მშვიდობამ და სიყვარულმა“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203