ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო
22-09-2022
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭელიაღელეს საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.
დირექტორმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს