ვაზიანის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
21-09-2022
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

დირექციამ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს სწავლის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

სკოლაში მოსწავლეებს საზეიმო განწყობა და გარემო დახვდათ. გაიმართა მცირე ღონისძიება.

პირველკლასელებმა ლექსები წარმოთქვეს და დანარჩენებს სწავლის დაწყება მიულოცეს. ამის შემდეგ კი მათ კუთვნილი კომპიუტერები საზეიმოდ გადაეცათ.

წარმატების სიგელებით დაჯილდოვდნენ წარჩინებული მოსწავლეებიც.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203