ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სოფლის სკვერი დაასუფთავეს
22-09-2022
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო მაჩხაანის საჯარო სკოლაში მსოფლიო დასუფთავების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა, თამარ ბენაშვილის ხელმძღვანელობით, ზემო მაჩხაანის სკვერი დიდი მონდომებით დაასუფთავეს. თანაც გაწეული სამუშაო ფოტოებსა და ვიდეოებში ასახეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქციები სოფლის სხვადასხვა ტერიტორიაზე ყოველ კვირას დაიგეგმება, რაც თითოეული ადამიანისთვის მაგალითი იქნება. 

სკოლა მოსწავლეებს უდიდეს წარმატებას უსურვებს. 

„მსოფლიო დასუფთავების დღე საერთაშორისო ღონისძიებაა, რომელსაც გლობალური ორგანიზაცია “Let’s Do It” (LDIW) ახორციელებს. დასუფთავების დღე ყველა მოხალისესთვის თუ ლიდერისთვის იქცა ინსპირაციად, მსოფლიო უკეთესი გამხდარიყო“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203