გომის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ტრადიციული გასამხნევებელი თამაში ძალიან მოსწონთ
04-04-2018
გომის საჯარო სკოლაში მკითხველთა კლუბი ,,წიგნიერი" ფუნქციონირებს.
კლუბში მეხუთე და მეექვსე კლასის მოსწავლეები არიან გაწევრიანებული. კლუბის ხლმძღვანელი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნანა დონაძეა.
3 აპრილს კლუბის წევრებს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებმა ქართველი პოეტების პატრიოტული ხასიათის ლექსები წაიკითხეს.
სკოლის წარმომადგენელის თქმით, მოზარდებმა ორმხრივი ჩანაწერის დღიურის საშუალებით ლექსში მათთვის განსაკუთრებული ფრაზები და ციტატები გამოკვეთეს და ბგერწერისა და ფერწერის საშუალებით ლექსებთან დაკავშირებული ილუსტრაციები შექმენს.
კლუბის წევრებმა შეხვედრა, ტრადიციულად, ე.წ. გასამხნევებელი თამაშით დაასრულეს, რომელიც ასევე სასწავლო ხასიათისაა და მოსწავლეებს ძალიან მოსწონთ. იხილეთ ფოტოები
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“