თბილისის N48 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს სწავლის პირველ დღეს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო
22-09-2022

15 სექტემბერს, თბილისის N48 საჯარო სკოლის კარი მოსწავლეები ჟრიამულითა და დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. წელს, საქართველოში სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური ვითარების ფონზე განახლდა, ამიტომ თბილისის N48 საჯარო სკოლის დირექციამ მოსწავლეებს გრანდიოზული დახვედრა მოუწყო. 

საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა ეროვნული დროშა. სკოლის დირექტორმა და პედაგოგებმა მოსწავლეებს სწავლის დაწყება მიულოცეს და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვეს. 

სკოლაში განსაკუთრებით იზრუნეს პირველკლასელთა განწყობაზე, რომელთაც სწავლის დაწყება ანიმატორებმა მიულოცეს. ბავშვები ჩაერთნენ სხვადასხვა სპორტულ-გასართობ თამაშებში, ასე რომ მოსწავლეებმა სასწავლო წელი დიდი სიხარულითა და ენთუზიაზმით დაიწყეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციაზე ყოველთვის აქტიურად ზრუნავენ, სწორედ ამის ნათელი მაგალითია მოსწავლეთა საზეიმო მიღება. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203