ძევრის საჯარო სკოლის მოსწავლეებს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა ჩაუტარა
21-09-2022
უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში საინტერესო საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
თემა იყო „ნარკომანია და სისხლის სამართლის დანაშაული“.
მოსწავლეებს ინფორმაცია სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორმა ლაშა გამეზარდაშვილმა გააცნო. აღსანიშნავია, რომ ის ამავე სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულია.
შეხვედრის მინდინარეობაში მოსწავლეები დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ. მათ საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს და ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავეს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს