თბილისის N142 საჯარო სკოლაში მასწავლებლებთან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა
21-09-2022
თბილისის N142 საჯარო სკოლაში მასწავლებლებთან საინტერესო სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრა - „EU4 გენდერული თანასწორობა: ერთად სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“ - პროექტის ფარგლებში დაიგეგმა და შედგა. 

პედაგოგები გაეცნენ გენდერული სტერეოტიპების ეფექტს მოსწავლეზე, გენდერულად დაბალანსებული სახელმძღვანელობის, გაკვეთილების და მიდგომების გამოყენების უპირატესობებსა და მნიშვნელობას.
იმსჯელეს გენდერულად დაბალასებული მიდგომების/ სტრატეგიის შემუშავებასა და ჩვენს სკოლაში ადაპტირება/დანერგვაზე.

შეხვედრამ საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.

გარდა ამისა, დაგეგმილია პედაგოგებთან მუშაობის მხარდაჭერა მათი ცნობიერების ამაღლებისა და სკოლაში შემოქმედებითი და წამახალისებელი, გენდერული სტერეოტიპების რღვევისკენ მიმართული საკონკურსო პროექტის განხორციელება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203