ირგანჩაის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო
21-09-2022
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი განსაკუთრებულად დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.

სკოლისთვის სასწავლო წელი სასიამოვნო სიახლით დაიწყო, რადგან პედაგოგიურ კოლექტივს ახალგაზრდა კადრი - დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარეხი ვიბლიანი შეემატა. ხოლო პირველი კლასი პედაგოგმა, ნონა სელიმანაშვილმა ჩაიბარა.

დირექციამ სასკოლო საზოგადოებას სწავლის დაწყება მიულოცა, ხოლო მარეხ ვიბლიანს წარმატებული პედაგოგიური მოღვაწეობა უსურვა.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203