აგარის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წლის დაწყება აღნიშნეს
21-09-2022
ხულოს მუნიციპალიტეტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.

მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით და საზეიმოდ მორთულ სკოლაში შეხვდნენ. სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს.

დირექტორმა, გურამ მარკოიძემ სასკოლო საზოგადოებას სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„ახალი სასწავლო წლის დაწყებას გილოცავთ ყველას: მოსწავლეებს, პედაგოგებს, სტუდენტებს და მშობლებს. თითოეული თქვენგანისთვის ყოფილიყოს წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი.

განსაკუთრებით ვულოცავ ამ სიხარულს პირველკლასელებს, რომლებმაც პირველად შეაღეს სკოლის კარები. თქვენთვის მნიშვნელოვანი და ყველაზე დასამახსოვრებელი დღეა, რადგან იწყება ახალი ეტაპი ცხოვრებისა და მინდა, რომ წარმატებული გზებით იაროთ მუდამ!“, - ვკითხულობთ დირექტორის, გურამ მარკოიძის მისალოც წერილში.

​იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203