„ფეხბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის ტაძარში“- ჯვარის N3 სკოლაში პირველკლასელებს განსაკუთრებულად დახვდნენ
21-09-2022
მელიტონ ქანთარიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯვარის N3 საჯარო სკოლაში ახალი 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაიწყო.
მრავალფეროვანმა ღონისძიებამ საზეიმო განწყობა კიდევ უფრო მეტად აამაღლა. სკოლაში განსაკუთრებული დახვედრა პირველკლასელებს მოუწყეს, რომლებმაც ცოდნის ტაძარში პირველად შეაბიჯეს. პატარებს ლამაზად მორთული საკლასო ოთახი, ბუკები და სახელმძღვანელოები დახვდათ.
აღსანიშნავია, რომ მონატრებული მოსწავლეები და პედაგოგები ერთმანეთს დიდი სიხარულით შეხვდნენ.
დირექციამ პირველკლასელებს სკოლაში შემოსვლა დიდი სიყვარულით მიულოცა:
„პირველ ნაბიჯებს დაგილოცავთ, პატარებო! თქვენ ჯადოსნურ სამყაროში შეაბიჯეთ და ფეხბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება ცოდნის ამ ტაძარში! ჯანმრთელობა და წარმატებები დაგბედებოდეთ!“, - ვკითხულობთ დირექციის მისალოც წერილში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს