გელაურის საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო
21-09-2022
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ გელაურის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმო ვითარებაში დაიწყო.
მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს.
სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.
სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.
„სრულიად საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა, ეს არის ზარი ცოდნის ტაძარში. ზარი, რომელიც უმნიშვნელოვანესია სრულიად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობისათვის, განსაკუთრებით კი პირველი და მეთორმეტე კლასის მოსწავლეებისათვის. გილოცავთ სრულიად საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობას და განსაკუთრებით გელაურის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას, წარმატებული და ნაყოფიერი ყოფილიყოს 2022-2023 სასწავლო წელი თქვენთვის, თქვენ ხომ საქართველოს უკეთესი და ნათელი მომავალი ხართ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს