„ვამაყობთ თქვენით!“- ლაილაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულები სასურველ უნივერსიტეტებში აგრძელებენ სწავლას
21-09-2022
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაილაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებმა ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეს. 

სკოლის ექვსი აბიტურიენტიდან, ექვსივე სტუდენტი გახდა. ისინი სასურველ უნივერსიტეტებში ჩაირიცხნენ, ხოლო ორმა მათგანმა სახელმწიფო გრანტიც მოიპოვა. 

სკოლაში მათი წარმატებით ამაყობენ და ნაყოფიერ სტუდენტობას უსურვებენ.

„ლაილაშის საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებს გილოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!
წარმატებებს გისურვებთ, ვამაყობთ თქვენით“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203