ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის 2022-2023 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა
21-09-2022

15 სექტემბერს, ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ცაგერის საჯარო სკოლის კარი მოსწავლეებმა დიდი ზარ-ზეიმით შეაღეს. 

სკოლის დირექციამ, დირექტორ ნუნუ კოპალიანის ხელმძღვანელობით, მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყო. საქართველოს ჰიმნის ფონზე საზეიმოდ აღიმართა სახელმწიფო დროშა. დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას სასწავლო პროცესის განახლება მიულოცა და ბედნიერი და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა. 

დირექტორმა განსაკუთრებით მიმართა პირველკლასელებს და მათ ცოდნის ტაძარში პირველი ნაბიჯები დაულოცა. 

აღსანიშნავია, რომ წელს სასწავლო პროცესი გაუმჯობესებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე განახლდა. ქვედა ცაგერის საჯარო სკოლა ჯანსაღი და უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, ყველა საჭირო რესურსითა და ინვენტარით არის აღჭურვილი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203