წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის პირველ დღეს, მოსწავლეებს საზეიმო დახვედრა მოუწყეს
21-09-2022
წალენჯიხის N1 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი საზეიმოდ დაიწყო.

მასწავლებლები მოსწავლეებს დასახვედრად განსაკუთრებულად და დიდი სიყვარულით მოემზადნენ. მათ საკლასო ოთახები მორთეს და პატარებს საზეიმო განწყობა შეუქმნეს. ისინი მონატრებულ მოსწავლეებს სულმოუთქმელად ელოდნენ.

სკოლაში საქართველოს დროშა აღმართეს და სახელმწიფო ჰიმნი გააჟღერეს. ასევე, კუთვნილი კომპიუტერები და წიგნები გადაეცათ პირველკლასელებსაც.

თავის მხრივ, მოსწავლეებმა სასწავლო წელი უდიდესი შემართებითა და ხალისით დაიწყეს. მათ სკოლის კარი ჟრიამულითა და ენთუზიაზმით შეაღეს.

სკოლაში საწავლო წლის დაწყებას სრულიად სასკოლო საზოგადოებას ულოცავენ.

„გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებსაც ყოველთვის ემახსოვრებათ ეს დღე და ეს გარემო.
ნაყოფიერ და საინტერესო სასწავლო წელს გისურვებთ“,- წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203